აიდერის სამედიცინო ტურიზმის სააგენტოსთან ერთად თურქეთში მკურნალობის დროს თავს საკუთარ ქვეყანაში იგრძნობთ. ჩვენი მომღიმარი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი უზრუნველყობს თქვენს კომფორტულ გარემოში მკურნალობას.
იმისთვის რომ თავი საკუთარ ქვეყანაში იგრძნოთ, გაგიადვილდეთ კომუნიკაცია და კომფორტულად იგრძნოთ თავი მკურნალობის დროს ჩვენი პროფესიონალებით დაკომპლექტებული თარჯიმანთა გუნდი მუდამ თქვენს გვერდით იქნება. დოკუმენტების განხილვის, ექიმთან დიალოგის, ტრანსოპორტირებისა და დაბინავების პროცესშიც თარჯიმანი მუდამ თქვენს გვერდით იგულეთ.
თურქეთში მკურნალობისთვის საავადმყოფოს შერჩევიდან დაწყებული დაბინავების, საორგანიცაიო საკითხებით და დოკუმენტების თარგმნით დამთავრებული ყველა დეტალს ჩვენი კოორდინატორები გადახედავენ და სხვა გუნდის წევრებთან კოორდინირებულად თქვენი მკურნალობის კომფორტულ დასრულებას უზრუნველყოფენ.
მთელი მკურნალობის პერიოდში მუდამ თქვენს გვერდით მყოფი გამოცდილი თანმხლები თქვენი დიდი იმედი იქნება. ამ სფეროში კარგად გათვიცნობიერებული პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი თქვენს მაგივრად გააკეთებს პაციენტის ზედამხედველობის, რეგისტრაციის, დოკუმენტების განხილვის, ოპერაციის დაგეგმვის და პოსტსაოპერაციო პროცედურებს. ჩვენი გუნდი ყველა პაციენტს როგორც თავისი ოჯახის წევრს ისე ხვდება და ყველა საჭირო პროცედურას დიდი პატივით ასრულებს.
აიდერის სამედიცინო ტურიზმის სააგენტოსთან დაკავშირებისთანავე ჩვენი კონსულტანტები დაიწყებენ თქვენი მკურნალობის კომფორტულად დაგეგმვის პროცესს. მათი უმრავლესობა ექიმი ან სამედიცინო სფეროში განათლება მიღებულია. ისინი გულისყურით გამოიკვლევენ თქვენს დოკუმენტებს და შეარჩევენ თქვენი შემთხვევისთვის ყველაზე შესაფერის საავადმყოფოს. საავადმყოფოს და ექიმს შორის კოორდინაციასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს თქვენს მაგივრად მოაგვარებენ და სამომავლოდ თვალყურს მიადევნებენ.
Copyrıght @ 2019 Ayder Health