აჭარის ჯანდაცვის სფერო თურქეთის გამოცდილების გაზიარებას გეგმავს.
აიდერის სამედიცინო ტურიზმის სააგენტოს ხელშეწყობით თურქეთში ჯანდაცვის სფეროს გასაცნობად და მათი გამოცდილების გასაზიარებლად საქართველოდან ოფიციალური დელეგეცია რიზეს ესტუმრა. აღნიშნული გამოცდილების გამოყენებას დელეგაცია ბათუმში დაგეგმილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გეგმავს.
ვიზიტის მიზანი იყო თურქეთის ჯანდაცვის სისტემის, ჯანდაცვის პოლიტიკისა და საავადმყოფოების ფუნქციონერების მიმოხილვა. საკანონმდებლო და სააღმსრულებლო მიმართულებით ოფიციალური პირების გაცნობა და ჯანდაცვის სფეროში შემდგომი მჭიდრო ურთიერთ თანამშრომლობის დაგეგმვა. აიდერის სამედიცინო ტურიზმის სააგენტოს ხელშეწყობით სტუმრები სასტუმრო აიდერ ჰაშიმოღლუში განთავსდნენ. დელეგაციას ხელძღვანელობდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, დელეგაციის სხვა წევრები იყვნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული ავთანდილ მიქაცაძე. ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლა რიზეს ჯანდაცვის დირექტორმა მუსტაფა თეფემ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა რიზეს გუბერნატორის მოადგილე აჰმეთ დალქირანთან, რიზეს რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის რექტორ პროფესორ ჰუსეინ ქარამანთან, რიზეს რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დეკან პროფესორ ომერ შათიროღლუსთან.
ჩვენ გვინდა თქვენი გამოცდილების გაზიარება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე: “ჩვენი ჩამოსვლის მიზანი თურქეთისა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემის კავშირების გაძლიერებაა. პირველ ეტაპზე პასუხისმგებელი პირების გაცნობა და ინფორმაციის მოპოვება იყო მთავარი. როგორც იცით ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს საუნივერსიტეტო საავადმყოფოდ გადაკეთება იგეგმება ამასთან დაკავშირებით გვინდოდა თქვენი გამოცდილების ადგილზე ნახვა. დავინტერესდით რიზეს საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მუშაობის პრინციპით. მოხარული ვართ რომ თურქულმა მხარემ გულისხმირება გამოიჩინა და სიამოვნებით გაგვიზიარა მათი ცოდნა და გამოცდილება.“
აჭარის ჯანდაცვის სფერო თურქეთის გამოცდილების გაზიარებას გეგმავს.
ჩვენ ვქმნით ახალ საუნივერსიტეტო საავადმყოფოს
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე: „საქართველო და თურქეთი მეზობელი ქვეყნებია, განსაკუთრებით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და რიზეს შორის უნდა გამყარდეს და გაძლიერდეს არსებული ურთიერთობები. ჩვენ ვგეგმავთ რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზებას, გვინდა საუნივერსიტეტო საავადმყოფოდ გადავაკეთოთ, სწორედ ამიტომ ვისურვეთ თურქული მხარის გამოცდილების გაზიარება. უნივერსიტეტი საავადმყოფოს გამოიყენებს, საავადმყოფო უნივერსიტეტს და უფრო განვითარდებიან. სწორედ ამიტომ რიზეში არსებული საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მაგალითის ნახვა ჩვენთვის იყო მნიშვნელოვანი. გარდა ამისა სასწრაფო დახმარების განყოფილების ნახვაც გვაინტერესებდა. ეს ვიზიტი გაცნობითი სახის იყო. სამომავლოდ იგეგმება სხვადახვა სამუშაო ჯგუფების ჩამოსვლა და ერთობლივი სამუშაოები. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო რიზეს ჯანდაცვის დირექტორატს.“
ჩვენი კავშირები უფრო უნდა გავაღმავოთ
ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული ავთანდილ მიქაცაძე: „ჩვენ მეზობლები და მოკეთეები ვართ, ამიტომაც ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ. ბათუმიდან რიზე უფრო ახლოს არის ვიდრე თბილისი. აქ ჩამოსვლის მიზეზი ჯანდაცვის სადაზღვეო სისტემის გაცნობა და მუშაობის პრინციპების შესწავლა იყო. აიდერში პირველად ვართ და აქაურობა ამქვეყნიურ სამოთხეს გავს, მასპინძლობისთვის დიდი მადლობა.
თურქეთის მაგალითი მისაბაძად გვექნება
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი მერაბ ხალვაში: „ვფიქრობ თურქეთი საუნივერსიტეტო საავადმყოფოების საკითხში ძალიან გამოცდილია. რიზეში არსებული საუნივერსიტეტო საავადმყოფოს დათვალიერება მხოლოდ სიახლოვის გამო არ გადაგვიწყვეტია. ვიცით რომ აქ ძალიან გამართული სისტემა მუშაობს, სწორედ ამიტომ გვსურს მაგალითი კარგად გამართული სისტემიდან ავიღოთ. განსახილველი ძირითადი საკითხები სისტემის მუშაობა, პერსონალის სტრუქტურა, აკადემიური და კლინიკური სამუშაოების ერთობრივად წარმათვის შესწავლა იყო. ამავდროულად გვაინტერესებს დაფინანსების და ხელისუფლების მხრიდან მმართველობის მექანიზმების განხილვა. სამომავლოდ იგეგმება სამუშაო ჯგუფების ვიზიტები და უფრო დეტალურად შეისწავლიან ყოველივეს.
ჩვენ გვენდობიან
რიზეს ჯანდაცვის დირექტორი ექიმი მუსტაფა თეფე: „ჩვენი ჯანდაცვის სისტემის გაცნობა და შესწავლა სურთ. უახლოეს მომავალში დაგეგმილი ახალი საავადმყოფოსთვის ჩვენი მოდელის გამოყენება სურთ. პირველადი შთაბეჭტილებები ძალიან კარგი დაგვჩა. ჩვენ სისტემას ენდობიან და ჩვენს მოდელს მაგალითად იყენებენ. გარდა ამისა ჩვენ საავადმყოფოებში ბევრი ქართველი პაციენტი მკურნალობს, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა გადაგვიხადეს დელეგაციის წევრებმა.