სამკურნალო წყლები უნდა დავიცვათ და სწორად გამოვიყენოთ

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტი წყალი ტურიზმის დარგშიც არა ნაკლები მნიშვნელობის აღმოჩნდა. თერმული ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანია ეკონომიკისათვის.

3 მხრიდან ზღვით გარშემორტყმული თურქეთი მდიდარია თერმული კურორტებით და სამკურნალო წყლებით. რაც თურქეთისთვის დიდი პოტენციალია. ზღვები, მდინარეები, ტბები და სხვა სამკურნალო წყლების გამოყენებით თურქეთის თერმულ ტურიზმს შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს ეკონომიკურ განვითარებაში. თურქეთში დაახლოებით 1500 სამკურნალო წყალი მოიპოვება და მსოფლიოს შვიდეულში შედის

 

სამკურნალო წყლები უნდა დავიცვათ და სწორად გამოვიყენოთ

თურქეთში არსებული სამკურნალო წყლების წყლის ხარისხი, შენაკადები,  ტემპერატურა, ქიმიური და ფიზიკური მახასიათებლები გაცილებით უფრო სასარგებლოა ვიდრე ევროპაში არსებული თერმული წყლების მახასიათებლები. არ შეიძლება თერმული ტურმიზმის ეკონომიკური წვლილის იგნორირება. 2018 წლის მონაცემებით წლის ბოლოსთვის ჯანდაცვის ტურიზმის კუთხით ქვეყანას ესტუმრა 1 მილიონი ტურისტი. თერმული ტურიზმის მიმართულებით ქვეყანამ მიზნები გააფართოვა, შესაბამისად ჩვენ უნდა შევძლოთ სამკურნალო წყლების დაცვა, მისი სწორად გამოყენება და მომავალი თაობისთვის იგივე სასარგებლო მახასიათებლებით გადაცემა. ეს ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ ამიტომ ამ საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება უნდა მოხდეს.